Subscribers got this job on 3 October 2026.
New jobs reach them at 8 am and 6 pm, 5 days before they open here. Get the next one first
The job in short
IT business analysis.
Details
- Found
- 22 d ago · posted 2026-10-03
- Location as listed
- Tbilisi, Tbilisi, Georgia
- Role
- Business Analyst
- Source
- The company’s own careers site
Full description
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: IT
ბიზნეს ანალიტიკოსი
კრედო ბანკი 25 წელზე მეტი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 10 რეგიონში 81 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
#გახდიკრედოელი
ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:
• სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
• პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
• კორპორატიული ღონისძიებები;
• ჯანმრთელობის დაზღვევა
პოზიციის მიზანი
• დაინტერესებულ მხარეებს შორის ბიზნეს საჭროებების ანალიზი, ტექნიკური გადაწყვეტილების შემუშავება, შეთავაზება და დანერგვა.
• კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
• საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
• ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
• ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
• შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
• ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
• სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
სპეციფიური პასუხისმგებლობები
• ორგანიზაციის პროგრამული მოდულების, სახელმძღვანელოების, ზოგადი არქიტექტურის დოკუმენტაციის არსებობაზე და განახლებაზე ზრუნვა და მონიტორინგი
• ბიზნეს მოთხოვნის დოკუმენტების გაანალიზება, დამატებით საჭირო ინფორმაციის ამოღება და შეთანხმება ჩართულ მხარეებს შორის.
• საბოლოო მისაღები პროდუქტის კონცეპტის შექმნა, მათ შორის დიაგრამების შექმნა (ERD, BPMN, UML-ის გამოყენებით), რისკის და დამოკიდებულებების/გავლენების ანალიზი
• ბიზნეს საჭიროებების ტექნიკური გადაწყვეტის დეტალური დოკუმენტის მომზადება და შეთანხმება
• აქტიური ჩართულობა პროდუქტის/პროექტის ჩაბარების და დანერგვის ფაზაში
• განვითარებისა და დაგეგმილი სამუშაოს მიმდინარე სტატუსების შესახებ ანგარიშების მომზადება
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
• ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, სასურველია, საბანკო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათემატიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ან მონათესავე სფეროში;
• საბანკო საფინანსო სექტორში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე
• SDLC მუშაობის პრინციპების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
• სასურველია Agile მეთოდოლოგიის ცოდნა და გამოცდილება;
• ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
• რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
• ბიზნეს პროცესების, მონაცემების მიმოცვლისა და სისტემის არქიტექტურის მოდელირების ძირითადი პრინციპების, ხელსაწყოების ცოდნა და გამოცდილება მაგ: (Visio, Drow.io, Miro, ERD, BPMN, Flowchart);
• სტრატეგიული აზროვნება, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დაბალანსების უნარი;
• ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებისა და განვითარების უნარი;
• მოლაპარაკებების წარმართვისა და კონფლიქტების მართვის სამართლიანი გზებით გადაჭრის უნარი;
• ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით.
Business Analyst jobs in the United States · All Credo Bank jobs