Subscribers got this job on 3 October 2026.
New jobs reach them at 8 am and 6 pm, 5 days before they open here. Get the next one first
The job in short
Database administration.
SQLExcelOracle
Details
- Found
- 22 d ago · posted 2026-10-03
- Location as listed
- Tbilisi, Georgia
- Role
- Systems / Network Administrator
- Source
- The company’s own careers site
Full description
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: ბაზების უფროსი ადმინისტრატორი (DB Admin)
კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!
ჩვენ გთავაზობთ:
• სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
• პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
• კორპორაციულ ღონისძიებებს;
• ჯანმრთელობის დაზღვევას;
• წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
პოზიციის მიზანი:
ბაზების ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული მონაცემთა ბაზების ერთიანობის, ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფაში.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
• კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) არსებული მონაცემთა ბაზების ინფრასტრუქტურის და სერვისების გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
• მონაცემთა ბაზის მართვის (და ბაზის მომხმარებლების მართვის) პოლიტიკების შემუშავება, უსაფრთხოების ნორმების ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილებასთან ერთად დამუშავება და დანერგვა;
• მონაცემთა ბაზების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება;
• მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;
• მონაცემთა ბაზების მაღალმდგრადი სისტემების ადმინისტრირება;
• მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა;
• ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა;
• მონიტორინგზე ასაყვანად საჭირო სერვისების აღწერა და სისტემურ ადმინისტრატორებზე მიწოდება;
• მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი/პრობლემების დადგენა;
• მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების და არქივების შექმნა;
• ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების
• რეალიზება და დაცვა;
• სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში);
• ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
• ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება;
• მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
• პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სერვისებზე პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
• სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო მონაცემთან ბაზის ადმინისტრატორის ან 1 წლიანი უფროსი ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე;
• ITIL სტანდარტების ცოდნა (სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
• რელაციური მონაცემთა ბაზის და პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების ცოდნა;
• Windows Server 2016/2019 მუშაობის გამოცდილება;
• აუცილებელია MS SQL Server 2012/2016/2019 მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია My SQL, Oracle, PostgreSQL მუშაობის გამოცდილება;
• T-SQL თან მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია რომელიმე ბექაფირების გადაწყვეტილებასთან(Veeam, Backup Exec) მუშაობის გამოცდილება;
• სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook და ა.შ);
• დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
• გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
• სასურველია სერვერული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
• პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
• ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 დონეზე;
• რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა და დროის მენეჯმენტი
• არის პროაქტიული და აქვს ოუნერშიპის (პრობლემაზე პასუხისმგელობის) მაღალი გრძნობა
• ქსელური და სერვერული ტექნოლოგიების ცოდნა;
Systems / Network Administrator jobs in the United States · All Credo Bank jobs