Senior Network VoIP Infrastructure Administrator
Credo Bank · credobank.ge
TbilisiSenior
Subscribers got this job on 3 October 2026.
New jobs reach them at 8 am and 6 pm, 5 days before they open here. Get the next one first
The job in short
VoIP infrastructure administrator.
ExcelProcurementCCNA
Details
- Found
- 22 d ago · posted 2026-10-03
- Location as listed
- Tbilisi, Georgia
- Role
- Systems / Network Administrator
- Source
- The company’s own careers site
Full description
ქსელის/VoIP ინფრასტრუქტურის უფროსი ადმინისტრატორი
პოზიციის მიზანი:
უფროსი ქსელის/VoIP ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის სისტემების მართვასა და ადმინისტრირებაზე ცენტრალურ და სარეზერვო საიტებზე.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
ზოგადი:
• კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
• საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
• ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
• ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
• ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
• სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
• ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული
ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;
სპეციფიკური:
• კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის და ქსელური სერვისების გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
• ქსელური ინფრასტრუქტურის კომპონენტების მონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება, გამართვა, მართვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა ალერტიდან გამომდინარე;
• ბანკსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ქსელური კავშირების (VPN) გამართვა და ადმინისტრირება;
• გარე ორგანიზაციებთან არსებული კავშირების (VPN) დოკუმენტაციების მომზადება და განახლებების შეტანა;
• ქსელური ტოპოლიგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური ქსელური ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება;
• ინტერნეტ წვდომების ფილტრების, Firewall და VPN კავშირების მართვა და მხარდაჭერა;
• მარშრუტიზატორების, კომუტატორების კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
• უკაბელო ვირტუალური ქსელის აგება, მხარდაჭერა და მართვა;
• შესასყიდი ქსელური ტექნიკის ან ქსელური სერვისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის ნაწილში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესყიდვების განყოფილების (IT Procurement) მხარდაჭერის გაწევა;
• ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა;
• ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება;
• ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
• მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
• პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სერვისებზე პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
• სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო ქსელის ადმინისტრატორის ან 1 წლიანი უფროსი ქსელის
• ადმინისტრატორის პოზიციაზე;
• CCNA, CCNP და ITIL სტანდარტების ცოდნა (სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
• Switching, Routing პროტოკოლების და VPN ტექნოლოგიები;
• CISCO (Router, Switch, ASA Firewall, Firepower, Nexus, );
• Check Point, Fortigate;
• Ruckus Wi-Fi მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
• TCP/IP, EIGRP, OSPF, BGP, VRF, STP, HSRP პროტოკოლების ცოდნა
• Cisco Call Manager, Asteris/Elastix მუშაობის გამოცდილება;
• სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook და ა.შ);
• ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 დონეზე;
• დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
• გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
• პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
• არის პროაქტიული და აქვს ოუნერშიპის (პრობლემაზე პასუხისმგელობის) მაღალი გრძნობა
• სერვერული ტექნოლოგიების ცოდნა;
Systems / Network Administrator jobs in the United States · All Credo Bank jobs