Subscribers got this job on 3 October 2026.
New jobs reach them at 8 am and 6 pm, 5 days before they open here. Get the next one first
The job in short
System administration.
AzureDevOpsProcurement
Details
- Found
- 22 d ago · posted 2026-10-03
- Location as listed
- Tbilisi, Tbilisi, Georgia
- Role
- Systems / Network Administrator
- Source
- The company’s own careers site
Full description
სამუშაოს აღწერა
პოზიცია: უფროსი სისტემური ადმინისტრატორი
ექვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების უფროსი
პოზიციის მიზანი:
უფროსი სისტემური ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურისა და მასზე არსებული ელექტრონული ინფრასტრუქტურის მართვასა და ადმინისტრირებაზე ცენტრალურ და სარეზერვო საიტებზე.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
ზოგადი:
• კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
• საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
• ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
• ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
• ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
• სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
• ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ წამოყენებული ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;
სპეციფიკური:
• კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
• კრედო ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (მთავარი, სარეზერვო) არსებული სერვერული ინფრასტრუქტურის და სისტემური სერვისების გამართვა, მხარდაჭერა და ადმინისტრირება;
• სერვერული ინფრასტრუქტურის კომპონენტების მონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება, გამართვა, მართვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა ალერტიდან გამომდინარე;
• ვირტუალიზაციის (Vmware ESXi, Microsoft Hyper-v) ინფრასტრუქტურის აგება, კლასტერიზაცია, ადმინისტრირება და მართვა;
• სერვერული ინფრასტრუქტურის რესურსების დაგეგმარება ბანკის მოთხოვნილებების და ზრდის შესაბამისად;
• მონაცემთა სანახი სისტემების (Storage) გამართვა, კლატერიზაცია, ადმინისტრირება და მართვა;
• სერვერული ტოპოლიგიის დოკუმენტების მომზადება, ცვლილების შემთხვევაში განახლებების შეტანა და ფიზიკური სერვერული ინფრასტრუქტურის ტოპოლიგიის დოკუმენტაციის შესაბამისად მარკირება;
• შესასყიდი სერვერული ტექნიკის ან სისტემური სერვისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის ნაწილში ინფორმაციული ტექნოლოგიების შესყიდვების განყოფილების (IT Procurement) მხარდაჭერის გაწევა;
• ბანკში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული პოლიტიკების რეალიზება და დაცვა;
• ბანკში დანერგილი ITSM პროცესების (Incident, Problem, Change და ა.შ) გათვალისწინება და გამოყენება;
• ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება;
• მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
• პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სერვისებზე პროფილაქტიკური და პრევენციული სამუშაოების ჩატარება;
სხვა:
ყოველთვიური აქტივობების ანგარიშების წარმოება.
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
• სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო სისტემური ადმინისტრატორის ან 1 წლიანი უფროსი სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე;
• Microsoft Certified: Azure Administrator Associate, VMware Certified Professional (VCP), DevOps, ITIL სტანდარტების ცოდნა და შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
• ტრენინგები MS Server ადმინისტრირებაში;
• Backup Software და Antivirus Software თან მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრრირება;
• Active Directory , Windows Server 2012/2016, Microsoft virtualization (Hyperv), VMware Infrastructure (Vmware ESXi), Fileserver, მონაცემთა სანახების ადმინისტრირება და მართვის MS Exchange Server 2013/2016 და უფრო ახლის ადმინისტრირების
• ცოდნა, Linux Installation and Administration ცოდნა;
• სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook და ა.შ);
• დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ანალიზის უნარი;
• გუნდურად მუშაობისა და სიახლეებთან ადაპტირების უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
• სასურველია სერვერული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
• პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
• ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე, სასურველია B2 დონეზე;
• რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა და დროის მენეჯმენტი
• არის პროაქტიული და აქვს ოუნერშიპის (პრობლემაზე პასუხისმგელობის) მაღალი გრძნობა
• ქსელური და მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიების ცოდნა;
Systems / Network Administrator jobs in the United States · All Credo Bank jobs